ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა უეფას ორივე რეკომენდაცია გაითვალისწინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა უეფას ორივე რეკომენდაცია გაითვალისწინა.
რაჭისა და გურიის დელეგატები ამავე ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებით ჩანაცვლდნენ, რაჭაც და გურიაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში წარმოადგენს გიორგი შარაშიძეს და კახა ებრალიძეს. ხოლო ხმის უფლებით საფეხბურთო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარის, აჩი არველაძის ნაცვლად ვეტერანი ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი ისარგებლებს. ეს გადაწყვეტილება აღმასკომის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უეფას წარმომადგენელი ესწრებოდა.
ასევე აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ ხვალ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 35 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები