გელა ნიკოლეიშვილი ნიკა რურუას „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ პოლიტპატიმრების სიას ახსენებს
უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ყოფილ მინისტრს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პოლიტპატიმართა ვრცელ სიას ახსენებს.
„ნაციონალები“ დღემდე ამბობენ, რომ საერთოდ არ ჰყოლიათ პოლიტპატიმრები, მაგრამ სულხან მოლაშვილს რომ თავი დავანებოთ, ვინ იყო თემურ ჟორჟოლიანი, მაია ნიკოლაიშვილი, ზაზა დავითაია ან კოკა კვინიკაძე, ვინ იყვნენ მაშინ იგორ გიორგაძის მომხრეები, რომლებიც ციხეში გამოამწყვდიეს?! ეს მოწმებიი დღესაც აცხადებენ, რომ ცრუ ჩვენებები მისცეს გამოძიებას და ჩვენებები ძალით ჩამოართვეს. რა პირობებში და რა დღეში ჰყავდათ ისინი, დაავიწყდათ?! იგივე ე.წ. „ენვერის საქმეზე“ გასამართლებული პირები, რომელი ჯაშუშები იყვნენ ვახტანგ მაისაია ან ფოტოკორესპონდენტები ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე, ესენი ჯაშუშები იყვნენ? თუ ეს გვარები არაფერს ამბობს, მაშინ ამტკიცონ „ნაციონალებმა“ და იყვნენ ეგრე“, – აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი „კვირასთან“ საუბრისას.
უფლებადამცველის ინფორმაციით, სულხან მოლაშვილი რომ ყოფილი ხელისუფლების პოლიტპატიმარი იყო, ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაამტკიცა.
„სულხან მოლაშვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეში აწამეს და პოლიტიკური პატიმარი იყო, ეს სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა. მაშინ ხელისუფლებამ სულხან მოლაშვილის წამება აბსურდული არგუმენტით ახსნა, რომ თითქოს სულხან მოლაშვილმა ციხის საკანში სიგარეტით სხეულზე დამწვრობები თავად მიიყენა. ეს ყოველგვარ ლოგიკას სცდილდება და ის ფაქტიც, რომ სულხან მოლაშვილი პოლიტიკური ფიგურა იყო და მისი დაპატიმრება პოლიტიკურად გამოიყენეს, ამაზე აღარ მსურს საუბარი“, – აღნიშნა გელა ნოლეიშვილი.
ამასთანავე, უფლედამცველი „ნაციონალირი მოძრაობის“ მხარდამჭერებს მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ „ილუზიებს“ თავი დაანებონ.
„თუ ჰგონიათ და ილუზიები აქვთ, რომ თუ ამ ხელისუფლებისგან უკმაყოფილონი, მათ ხოტბას ასხმამენ და მათ დაბრუნებაზე ოცნებობენ და ამ ილუზიებში არიან, ეს მათი პრობლემაა. მე არ მგონია, რომ ადამიანებს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი გაიარეს, ხელისუფლებაში მათ დაბრუნებაზე ოცნებობდნენ,“ – აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ “კვირას“ პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილი არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ. კულტურის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საუბრები მისი წამების შესახებ მხოლოდ მითებია.