გიგლა ბარამიძე: სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე
“დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლებას მედიასთან დაპირისპირება ბუმერანგივით უტრიალდება.
როგორც ბარამიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავის დეტალები სასამართლომ გამჭვირვალედ უნდა გააცნოს საზოგადოებას.
„რატომ ამ 3 წლის თავზე, თუკი აქამდე იყო პრობლემები და შეკითხვები, რატომ ხდება ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც არჩევნებამდე 1 წელი რჩება? ახლა რატომ ინტერესდება ხელისუფლება ამ საკითხებით? კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სასამართლომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ დადოს ყველა ის მასალა, რეალურად, რაში ედავება კერძო პირი, კერძო ორგანიაზციას“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ. ამასთან, “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანის განმარტებით, მოქმედი ხელისუფლება არ უნდა დაემსგავსოს წინამორბედებს და იმავე ნაღმებს არ უნდა დაადგას ფეხი, რადგანაც მედიასთან დაპირისპირება, ბუმერანგივით უტრიალდება ყველას.