გიორგი მარგველაშვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, სამუშაო სადილზე, საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ მსხვილი ბიზნეს და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი საქართველოს მხრიდან ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ინტერესის დაფიქსირება და ამერიკელი ბიზნესწრეების წარომადგენლებისთვის საინვესტიციო გარემოს აღწერა იყო.
პრეზიდენტმა ბიზნესმენებს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და იმ ხელსაყრელ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დღეს საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით არსებობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებული ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობას.
ასევე ხაზგასმით აღინიშნა იმ ხელსაყრელი პირობების შესახებ, რომლებიც მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის ქართულ ბაზარს – დაბალი ტარიფები და ბიზნესისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობა.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ქართული პროდუქციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტზე გატანის პერსპექტივაზე გამახვილდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები