„მთავარი პროკურორის პოსტზე ჩემი დანიშვნის შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს”
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ახალი კანონიდან გამომდინარე მიმდინარეობს მზადება, რადგან საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველი კონფერენცია ჩატარდეს, რომელიც საპროკურორო საბჭოს რვა წევრს შეარჩევს.
“ამ ეტაპზე რაც მიმდინარეობს არის ის, რომ ახალი კანონიდან გამომდინარე მიმდინარეობს მზადება, რათა ჩატარდეს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველი კონფერენცია, რომელიც საპროკურორო საბჭოს რვა წევრს შეარჩევს. ეს 8 წევრი საპროკურორო საბჭოში წარმოადგენს პროკურატურის კვოტას, რომლებიც არჩეული იქნებიან საქართველოს პროკურატურის, პროკურორებისა და გამომძიებლებისგან”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.