დიმიტრი ქუმსიშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა.შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ შორის, ტურიზმის, ინვესტიციების, მეწარმეობისა და უძრავი ქონების სფეროებში.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დადებით ტენდენციებზე, რომელიც წარმოიშვა საქართველოსა და უნგრეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების ამოქმედების შემდეგ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს უნგრეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 42 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 პროცენტით მოიმატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები