პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა. განმეორებითი რეგისტრაცია, რომელიც 16:00 საათზე ჩატარდა, მხოლოდ 69 დეპუტატმა გაიარა.
როგორც სხდომის წამყვანმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, პარლამენტის პლენარული სხდომა შემდგომ კვირას გაიმართება.