„თუ საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოს შენიშვნები არ გაითვალისწინა, ეს ქვეყანაზე ძალიან ცუდად აისახება“
საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მიმართ გამოთქმული შენიშვნების გამო ქვეყნის ხელისუფლება გააკრიტიკა. როგორც რურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოს შენიშვნები არ გაითვალისწინა, ეს ქვეყანაზე ძალიან ცუდად აისახება.
„ევროსაბჭოს რეზოლუცია ასახავს იმ მწარე რეალობას რომელიც საქართველოშია. საქართველოს დელეგაციამ კრიტიკა ძალიან ცუდად მიიღო. ამ ხელისუფლების პრობლემაა ის, რომ ისინი ოპონენტებს მტრად აღიქვამენ. თუ საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოს შენიშვნები არ გაითვალისწინა, ეს ქვეყანაზე ძალიან ცუდად აისახება. ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს პოლიტიკურ ოპონენტებთან თანაცხოვრება. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციასავით მოიქცნენ და ყველას ეჩხუბნენ, ასე თუ გაგრძელდა, ისინი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევენ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ „სახალხო პარტიასთან“ მეგობრობას, ამ პარტიებს ერთმანეთთან ღირებულებითი კავშირი აქვს, „სახალხო პარტიის“ წევრების მიმართ გამოთქმული ბრალდებები არასერიოზული ლაპარაკი და ბავშვურიი ტიტინია“, – განაცხადა ნიკა რურუამ.