„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა დეპუტატ დათო ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს – ვიდეო

ქუთაისში პარლამენტთან გამართულ აქციაზე დეპუტატ დათო ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან და აღნიშნული აქცია პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა.
„შემომახიეს პიჯაკი და იძახოდნენ – როდის გამყარდება ლარიო. არასაერიოზულ კითხვებს სვამდნენ და დეპუტატების წყობიდან გამოყვანა უნდოდათ. ესენი არიან „ნაციონალების“ მართულები“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის სამართალდამცავებს ჩვენებას მისცემს პარლამენტის შესასვლელთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც მას “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერებმა პიჯაკი შემოახიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები