გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები, თუცა, ეს ცვლილებები კახა კალაძეს ცოლის ძმას არ ეხება.
შეგახსენებთ, ვიცე-პრემეირმა კახა კალაძემ მას ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან წასვლა ურჩია. გიორგი არეშიძე დღეს სიძის რჩევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატივს სცემს ღირსეული ადამიანების რჩევას, თუმცა არსად აპირებს წასვლას.