პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “რუსთავი 2”-ის თემაზე დებატები გაიმართა
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ქვეყანაში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება საფრხის ქვეშ დგას, – ეს და მსგავსი განცხადებები საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, რასაც მმართველი გუნდის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის დებატები მოჰყვა.
დებატები “რუსთავი 2”-ის საკითხის განხილვის პროცედურების გარდა, თავად ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც გაიმართა.
ოპოზიციამ უმრავლესობას მოუწოდა, დაიცვას სიტყვის თავისუფლება და გაემიჯნოს იმას, რაც ხდება.
უმრავლსეობა კი, თავის მხრივ, არ იზიარებს უმცირეოსობის არც ერთ ბრალდებას და აცხადებს, რომ საქართევლოში მედიის თავისუფლება კანონით არის დაცული და შესაბამისად, თავისუფალი უნდა იყოს როგორც მედია, ასევე სასამართლო, საკუთარ გადაწყვეტილებებში.
როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, სასამართლო დღეს დამოუკიდებლია და ყველა დავა, რაც კერძო სუბიექტებს შორის შეიძლება წარმოშვას, მხოლოდ სასამართლოში უნდა გადაწყდეს.