პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დათო ლორთქიფანიძე და აკაკი მინაშილი დაუპირისპირდნენ.
14:00 პარლამენტში სესია უნდა დაწყებულიყო, ამიტომ დეპუტატები დარბაზში იკრიბებოდნენ, თუმცა დაპირისპირების გამო სესიის დაწყება ვერ მოხერხდა.
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა დეპუტატებს წესრიგის დაცვისკენ და სხდომის დაწყებისკენ მოუწოდა.
ინციდენტს წინ უძღოდა შემთხვევა, რომელიც პარლამენტის შენობის გარეთ მოხდა. შენობასთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი ზონის“ წევრები და რიგითი მოქალაქეები იღებენ. როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, აქციის მონაწილეებსა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დეპუტატების განმარტებით, სწორედ ამის გაგრძელება იყო ის ინციდენტიც, რომელსაც შემდგომ სხდომათა დარბაზში ჰქონდა ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები