ნიკა რურუა: პრეზიდენტს გამბედაობა არ ეყოფა, რომ უგულავა შეიწყალოს
„პრეზიდენტი უგულავას შეწყალებას ხელს არ მოაწერს, მას ამის გული და გამბედაობა არ ეყოფა“- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც რურუამ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი დღემდე ვერ გამოდის კომპლექსიდან, რომ პრეზიდენტად ივანიშვილმა დასვა, რის გამოც მისი თქმით, მას გამბედაობა არ ეყოფა რომ ყოფილი მერი შეიწყალოს.
„პრეზიდენტი უგულავას შეწყალებას ხელს არ მოაწერს მას ამის გული და გამბედაობა არ ეყოფა, მაგრამ თუ უნდა რომ მართლა პლასტელინის კაცად არ შევიდეს ისტორიაში, მან რაღაც მომენტში პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვას. იმიტომ რომ მას ამისკენ მიუთითებს ცივილიზებული სამყარო. მას სხვა ფუნქცია თუ არა ამისი არ შერჩენია. მას თავის ყოფილი თანაგუნდელები ამაზრზენად ცუდად ექცევიან, ელჩიც კი არ დაახვედრეს ქვეყნის პრეზიდენტს. ის ვერ გამოდის კომპლექსიდან რომ პრეზიდენტად ივანიშვილმა დასვა. ვერ ხვდება რომ ის დღეს საქართველოს პრეზიდენტია და ამის შესაბამისად უნდა მოიქცეს“- განაცხადა ნიკა რურუამ.