მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზაზა ურთმელიძემ, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მათ პროცესის დაწყებისას მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა.
მეორე შუამდგომლობა კი პროცესის გადადებას ეხებოდა. ადვოკატებმა ჯერ კიდევ წინა პროცესზე ჩააყენეს მოსამართლე ურთმელიძე საქმის კურსში, რომ არხის გენერალური დირექტორი და მთავარი იურისტი დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდნენ, რის გამოც პროცესის გადადება ითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 2 ოქტომბერს სხდომა მაინც ჩანიშნა. მოსამართლემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
“მე ვფიქრობ, „რუსთავი 2“ ცდილობს თავის რეჟიმზე ამყოფოს სასამართლო”, – განაცხადა მოსამართლემ.
ამ წუთებში „რუსთავი 2“-ის მხარე ითხოვს, საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილოს.