თეა წულუკიანი “რუსთავი 2”-ის საქმეზე: ტელევიზიის მაუწყებლობას საფრთხე არ უნდა შეექმნას

ტელევიზიის მაუწყებლობას საფრთხე არ უნდა შეექმნას, – ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, საქმის სამართლებრივ ჭრილში განხილვა უნდა მოხდეს, სასამართლომ კი, დავის საკითხის მოგვარება მოკლე ვადაში უნდა დაასრულოს. მისივე თქმით, ტელეკომპანიის საქმე კერძოა და ამიტომ, აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის საქმე, არ არის.
“ემოციები უნდა დაცხრეს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ ნორმალურად მუშაობის საშუალება”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები