ოთარ დანელია იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნობის მინისტრი ოთარ დანელია იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა იტალიის ელჩს აგრარულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამხვილა ყურადღება.
ანტონიო ენრიკომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარღმავებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიის მხარე მზად არის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და სოფლის მეურნეობის დარგში კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, მხარეები მემორანდუმს გააფორმებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები