საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩატარდა
საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. დეპუტატებმა სხდომაზე სხვადასხვა სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის თაობაზე იმსჯელეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა რამდენიმე რაიონში მიმდინარე და ჩასატარებელი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვისა და თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში პროგრამებს შორის გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ კოლეგებს დედაქალაქის მერიიდან შემოსული წერილები გააცნო, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოების გამარტივებული შესყიდვას, ასევე სხვადასხვა უბნებში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემას, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობას და რაგბის კავშირისათვის მიწის ნაკვეთების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემას ეხებოდა.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი მასალის განხილვის შემდეგ ყველა საკითხს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.