დიმიტრი ქუმსიშვილი: სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ შევალ და არც მაქვს ამის ცოდნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა.
“რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეფასებისგან თავს შევიკავებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი და ამიტომ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ შევალ და არც მაქვს ამის ცოდნა”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “საქართველოს” წილები დააყადაღდა. აღნიშნულ გადაწყვეტილება გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის დახურვად შეაფასა.