კახა იმნაძე: ეს იყო ძალიან შინაარსიანი გამოსვლა
ვფიქრობ ეს იყო ძალიან შინაარსიანი გამოსვლა – ასე შეაფასა გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა.
მისივე თქმით, პრემიერმა მაღალი ტრიბუნიდან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დასვა აქცენტი.
„საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალური დებატების ფარგლებში გამოვიდა ძირითადი მოხსენებით, სადაც გაშლილი იყო ყველა ის თემა რაც არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ზოგადად ქვეყნის განვითარების პერსპექტივები, გლობალური საკითხები. ვფიქრობ ეს იყო ძალიან შინაარსიანი გამოსვლა“,- განაცხადა ელჩმა.