პრემიერ-მინისტრი: შრომისმოყვარე ქართველებს ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიო დონის განათლებას

საქართველოში შრომისმოყვარე ქართველებს, რომლებსაც არ აქვთ უცხოეთში მოგზაურობის შესაძლებლობა, ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიო დონის განათლებას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრი ამაყობს, რომ მთავრობამ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, წამოიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სან-დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკული სამეცნიერო ხარისხი ინჟინერიის დარგში ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.
„განათლება არის სახელმწიფოებრივი განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო. პირადად ჩემთვის კარგად არის ცნობილი კარგი განათლებისა და უცხოეთში სწავლის ფასი. მინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებსაც ჰქონდეთ ასეთი შესაძლებლობა. ამ მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა აფინანსებს ქართველი სტუდენტების განათლებას უცხოეთში. სანაცვლოდ, ისინი ბრუნდებიან სამშობლოში და იყენებენ შეძენილ უნარებს ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები