ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოდის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ქართველი სტუდენტები ესწრებიან. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მოსასმენად ნიუ იორკში საგანგებოდ ჩავიდნენ. გაეროს სესიაზე მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლას ქართველი სტუდენტები პირველად ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები