ზაქარია ქუცნაშვილი: პრეზიდენტს რომ მისი ახლანდელი მდგომარეობა მოსწონს, ამას თავადაც არ მალავს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტს რომ მისი ახლანდელი მდგომარეობა მოსწონს, ამას თავადაც არ მალავს.
„ის, რომ პოლიტიკაშია, მაღალ თაამდებობაზე და მოსწონს პრეზიდენტობა, ამას თავადაც არ მალავს.
თვითონაც ამბობს ამის თაობაზე, რომ მომწონს ჩემი მდგომარეობა და ნუ ნერვიულობთ ჩემი ნაციონალური მოძრაობის დროს შეზღუდული უფლებამოსილების თაობაზეო“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტად მყოფი პრეზიდენტი გუშინ ქართულ დიასპორას შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში დარჩენას აპირებს.