ასტრო-ეზოთერული ცენტრი მსმენელებს ასტროლოგიის, სახლიდან გაუსვლელად შესწავლას სთავაზობს
ასტროლოგიურ – ეზოთერულმა ცენტრმა ვიბინარული კურსები დაიწყო. კურსები სახლიდან გაუსვლელად, ასტროლოგიის ინტერნეტით შესწავლას გულისხმობს, – ამის ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე ბიძინაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ცენტრის დამფუძნებლის განმარტებით, დისტანციური სწავლების მეთოდის დამკვიდრებით ისინი მსმენელებს საშუალებას მისცემენ ასტროლოგია სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტ გაკვეთილებით შეისწავლონ.
„შევუქმენით მოსახლეობას მაქსიმალური კომფორტი და თუ მსმენელები ვერ დაესწრნენ გაკვეთილს, მათ საშუალება აქვთ ეს ლექცია ინტერნეტით მიიღონ, მოუსმინონ ჩანაწერს და გაცდენილი გაკვეთილი აინაზღაურონ. ამით სწავლება ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ ადამიანისთვის რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ცენტრში მოსვლას ვერ ახერხებს. ასტროლოგიურ სკოლაში სწავლების მსურველების მიღება უკვე დაწყებულია, 4 ოქტომბრამდე მსმენელებს საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ. მომდევნო კვირიდან კი სწავლება იწყება. კურსი არის 9 თვიანი და მისი ფასი თვეში 80 ლარს შეადგენს“, – განაცხადა თორნიკე ბიძინაშვილმა.