“ბორჯღალოსნები” მსოფლიოს პირველი ტურის საუკეთესოთა შორის დაასახელეს

Planet Rugby-მ პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც 1, 9 და 8 ნომრებზე, შესაბამისად, მიხეილ ნარიაშვილი, ვასილ ლობჟანიძე და მამუკა გორგოძე დაასახელეს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
“ბორჯღალოსანთა შერკინებაში დომინირებამ, რომლის განუყოფელი ნაწილი მიხეილ ნარიშვილი იყო, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა შაბათს “ქინგსჰოლმზე” ტონგას დამარცხებაში.” “მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბემ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თავისი გუნდის ისტორიულ გამარჯვებაში. საუცხოოდ ანაწილებდა პასებს და შერკინებას დროულად ამარაგებდა. მსვლელობისას არც ინიციატივის თავზე აღებას შეშინებია… ცალკე თემაა ქართველი გოლიათი მამუკა გორგოძე, რომელმაც საუცხოო თამაშით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბორჯღალოსნების გამარჯვებაში და მატჩის პირველი ლელო მიითვალა“.. გორგოძემ 24 ბოჭვა და 8 ოფლოუდი შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები