საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მათივე ცნობით, დეპარტამენტი საზოგადოებას პერიოდულად შესთავაზებს განახლებულ ფოტომასალას სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან. დეპარტამენტის ვებგვერდის „მულტიმედიის“ განყოფილების ფოტოგალერეაში შეიქმნა რუბრიკები – „ფორტორეპორტაჟი სამშენებლო ობიექტებიდან“ და „ფოტორეპორტაჟი სარეაბილიტაციო ობიექტებიდან“, საიდანაც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ყოველკვირეულად განახლებული ფოტომასალა.
gza2
ახალ ალბომებში იხილავთ ქვეყნის რეგიონებში ამ დროისათვის მიმდინარე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების შესახებ ვიზუალურ ინფორმაციას, რომელიც დეპარტამენტის კონტრაქტორი საზედამხედველო კომპანიების მიერ არის მოწოდებული.
ამჯერად, გთავაზობთ ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას (18 სექტემბრის მონაცემები)”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
gza3
gza4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები