კახა კალაძე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეძენილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველია

ცნობილმა ინტერნეტ გამოცემამ Bleacherreport-მა, კახა კალაძე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეძენილი ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
სიმბოლურ ნაკრებში ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, ვიცე-პრემიერი, ენერკეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოხვდა. კალაძე 2001 წელს მილანმა, კიევის დინამოდან ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შეიძინა და მასში 11 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადა. აღნიშნული ტრანსფერით კალაძე ზამთრის სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
ზამთრის სატრანსფერო სეზონის ძვირადღიებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
მეკარე: შეი გივენი; მცველები: კახა კალაძე, დავიდ ლუიზი, ხავიერ მასკერანო; ნახევარმცველები: ნემანია მატიჩი, ლუკას მოურა, ვილიანი, ხუან მატა; თავდამსხმელები: ვილფრიდ ბონი, ლუის სუარესი, ფერნანდო ტორესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები