ფანჯიკიძე ჩიტებს კვებავს, ალასანია ვიდეოს იღებს (ვიდეო)
თავდაცვის მინისტრის მეუღლე მამაკაცებს ურჩევს, ქორწინებამდე დაფიქრდნენ, მათი რჩეული „ ჩიტოსანი“ ხომ არ არის. ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი ალასანიას მიერ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ფანჯიკიძე წერს, ვიდეო-კარდები რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული.
„სანამ ცოლს მოიყვან, უნდა დაფიქრდე, ჩიტოსანი ხომ არაა. ისე, ჩიტოსნობა იმითაა კარგი, რომ მარტო არასდროს არ ხარ, შენი ჩიტები სულ შენთან არიან და ჟღურტულებენ . რამდენიმე წლის წინანდელი ვიდეოა ძალიან ცუდად ვიყავი, შეიძლება ითქვას, მოვკვდი და გავცოცხლდი (გვირაბი არ მინახავს, შემოვლითი გზით მივდიოდი სამოთხეში), ხოდა ირაკლი როგორც ჩანს, სტრესში იყო ჩემი მოულოდნელი რესტარტის გამო და მისი ავტორობით ამ პერიოდში შექმნილი ჩემი არსებობის დამადასტურებელი იმდენი ფოტო და ვიდეო დოკუმენტი აღმოვაჩინე, (შვილებისთვის ასაწყობებდა სავარაუდოდ), გაივსო საოჯახო ალბომები“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.