ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმი გაიმართა
სამხედრო აღლუმი გაიმართა 20 სექტემბერს ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მასში ოკუპირებული რეგიონის და რუსეთის შეაიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში, აღლუმში 800 სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა.
ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ცხინვალში ოკუპირებული აფხაზეთის, ასევე ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დელეგაციები ჩავიდნენ. მიწვეულები იყვნენ ასევე რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ოფიციალური პირები.