საქართველოში ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება
„საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის მიმოხილვის” დოკუმენტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ მიმართა.
სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საქართველოს რეგიონების პოტენციალს შეისწავლის, რაც იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
დოკუმენტი მიხაილ ზუკოს ფონდმა საქართველოს რეგიონების წინასწარი შესწავლის მიზნით წარმოადგინა.
ახლო მომავალში შემუშავებული დოკუმენტის და საჯარო კონსულტაციების საფუძველზე პოტენციური რეგიონი ბიოსფერული რეზერვატის შექმნისთვის შეირჩევა.