გიორგი ვოლსკი: გიორგი პაპუაშვილმა „ნაცების“ მიერ კარგად დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო

„საკონსტიტუციო სასამართლომ და პირადად თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა „ნაცების“ მიერ კარგად დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის და რამდენიმე მოსამართლის მიერ კლინიკა “მედინაში”, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას მონახულების ფაქტს.
როგორც ვოლსკი აცხადებს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო.
„საკონსტიტუციო სასამართლომ და პირადად თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა „ნაცების“ მიერ კარგად დადგმულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. დღეს უნდა ყოფილიყო სასამართლო, სადაც უგულავას საბოლოოდ მიუსჯიდნენ. სწორედ ამიტომ წელავდნენ პროცესს, არ ცხადდებოდნენ ადვოკატები, რომ სასამართლომდე საკონსტიტუციოს გამოეგდო ეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, ეს ბრიფინგები და განცხადებებიც წინასწარ იყო დაგეგმილი საინფორმაციო ველზე პოზიციამომძლავრებული ერთ-ერთი ტელეარხის მიერ.
“პროფესიონალიზმი” ნახეთ – ტურავას ქმედებების გარჩევაზე გადააქვთ აქცენტი, საერთოდ არ უთხრეს, რას და როდის აცხადებდნენ და თურმე მე არ უნდა მცოდნოდა, რომ მოსამართლის ვალდებულებაა, წინასწარ გაეცნოს ხელმოსაწერ მასალას…. არ არის ეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულება?“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები