საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც სასკოლო უფასო სახელმძღვანელოების პროექტის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
სამწუხაროა, რომ წილკნის ახლად გახსნილ საჯარო სკოლაში პრემიერის ვიზიტისას, რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ფრაზას.
პრემიერთან საუბარში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ განსაკუთრებით ხელმოკლე ოჯახებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება უმნიშვნელოვანესია, რადგან სახელმძღვანელოების შეძენა არცთუ მცირე თანხებს უკავშირდება. შესაბამისად, მან პრემიერს განუმარტა, რომ მართალია, სახელმძღვანელოების ნაწილი ახალი, ნაწილი კი, მაღალი ქულებით არის შეფასებული, მაგრამ მთავარი ბავშვების წიგნებით უზრუნველყოფაა.
სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს თემებს, რადგან მოსწავლეებთან დაკავშირებული ყველა საკითხი მეტად სენსიტიურია“, – აცხადებენ სამინისტროში.