თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოა.
17 სექტემბერს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის I და II მიკრორაონების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობისა და სოფელ დიღმის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქაიროს, ბოგდან ხმელნიცკის, სამგორის და ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აბესაძის, დადიანის, პუშკინის, ლერმონტოვის, ლესელიძის, კოტე აფხაზის, ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის, კუფტინის, საიათნოვას, ბერიძის და ხანძთელის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები ზუბალაშვილების, ლაღიძის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. “თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.