გიორგი მარგველაშვილსა და მოლდავეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მოლდავეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მოლდავეთში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა.
„საქართველოს და მოლდავეთს ბევრი საერთო გამოწვევა აქვს და კარგი იქნება, თუ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას.
ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის საუბარი ასევე, მოლდავეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს შეეხო, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.