სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მისალოც წერილს უგზავნის.
ივიცა დაჩიჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„იმედს გამოვთქვამ, რომ სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და წარმატებით განვითარდება“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სახელზე სერბი კოლეგის მიერ გამოგზავნილ მისალოც წერილში.
წერილის დასასრულს, სერბეთის პირველი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი მადლიერებას გამოთქვამს სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიციის გამო.