პეტროს მოლივიატისი გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტროს მოლივიატისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებებს გისურვებთ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ყველა დონეზე არსებული თანამშრომლობის გაუმჯობესებას“, – ნათქვამია საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტროს მოლივიატისის მისალოც წერილში