თბილისში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები განისაზღვრა

რთველი 2015–ის ფარგლებში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების პარალელურად, სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ 15 ადგილი განისაზღვრა. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე 9 სარეალიზაციო პუნქტი დაემატება. თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, მევენახეები ყურძნის რეალიზებას გადასახადის გარეშე შეძლებენ.
პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია, აღნიშნულ მისამართებზე: ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია), კონსტიტუციის ქუჩა, ნორიოს აღმართი (კუკია), პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი), პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი), რესპუბლიკის მოედანი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე:დაბა წყნეთი, ძმის ქუჩა (კუკია),სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, გობრონიძის ქუჩა (მუხიანი),ლიბანის ქუჩა (ავჭალა),პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი), ჩოლოყაშვილის ქუჩა, ვაზისუბანი (თ.დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ვარკეთილი). ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები საქართველოს ყველა რეგიონშიც მოწყობილია: ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. #1); ბათუმი (მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. ,,ხოფას ბაზარი“, გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);
თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან – 2.50 ლარამდე მერყეობს.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზზე: 247 01 01.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები