სალომე ზურაბიშვილი ნინო შუბლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი გადაცემა „პოზიციის“ წამყვანისგან, ნინო შუბლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის წამყვანს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.
„ველოდები ნინო შუბლაძის ბოდიშს და შეცდომის აღიარებას: არასოდეს არ “გამომიცხადებია”, რომ ალასანიას (ბიძოს) ივანიშვილთან შეხვედრა სურდა … ან როგორ ან საიდან ან ვისგან უნდა მცოდნოდა ასეთი რამ ძალიან საინტერესოა… რადგანც გადაცემაში ნინო შუბლაძემ პირობა დადო, რომ ამას ჩემთან პირადად შეამოწმებდა და ჩემს პასუხს გაავრცელებდა (თუმცა კატეგორიული ტონით მოტანილ ინფორმაციის წყაროც არ დაუზუსტებია, რაც ჟურნალისტურ ეთიკის დარღევაა) იმედი მაქვს ამ პოსტს ჩათვლის როგორც ჩემ პასუხს…..
და იმაზე თუ რატომ და რისთვის გაკეთდა წამყვანის ინიციატივით ასეთი უცნაური განცხადება? ჩემი ვარაუდით „რუსთავის” მიზანი რაღაცის პრევენცია იქნებოდა… ნუთუ ჩათვალეს რომ ჩემს მიერ დადებითად შეფასებული ღარიბაშვილის ამერიკული ვოიაჟი,ან ლოიალური დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ან კიდევ ჩემი მისვლა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მინისტრის კეთილი დახვედრა – რაღაც უფრო სერიოზულის მანიშნებელი შეიძლებოდა ყოფილიყო და საჭიროდ ჩათვლეს “ჩორტის ჩაგდება”… სავარუდოდ არა ჩემს და ბიძო ალასანიას შორის, არამედ უფრო ჩემს და ბიძოს შორის…..
რა საცოდავები არიან!!!!!
კიდევ ისიც უნდა აღვნიშნიო რომ ბიძო ალასანია მეტად “შეშფოთებული” ჩანდა და ნინო შუბლაძე კი ასეთი მორიდებული, მომთმენი, დამთმობი და ჩუმი რესპონდენტის წინაშე დიდი ხანია არ გვიხილავს!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.