გიორგი არეშიძემ შაორის ბანაკთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ, შაორის ბანაკთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა.

არეშიძემ დეტალურად ისაუბრა ბანაკში განხორციელებული სამუშაოების შესახებ და ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

,,გაჟღერებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე, პირადად, პასუხისმგებელი ვარ დედაქალაქის მერიის მხრიდან ბანაკის ორგანიზებისთვის გადარიცხულ თითოეულ ლარზე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბანაკის ორგანიზებისას სამართლებრივ ნაწილში კანონის დარღვევასთან, მინიმალურ გადაცდომასთანაც საქმე არ გვქონია’’, – განცხადა გიორგი არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები