ლაშა აბაშიძე: სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციები კატეგორიების მიხედვით გაიცემა

კომპენსაციები იმ კატეგორიების მიხედვით გაიცემა, რომელიც თბილისის მერიამ განსაზღვრა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გავრცელებული აზრი, რომ კომპენსაციების გაცემა “შერჩევით” ხდება, მცდარია.

“პირველ კატეგორიაში შემავალი ოჯახების 90-95 პროცენტის შემთხვევაში უკვე დავასრულეთ კომპენსაციის გაცემა. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ყველა ოჯახია აღწერილი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენისას ზარალი ანაზღაურდება. როგორც ცნობილია, ჩვენ განვსაზღვრეთ არეალი, რომელშიც მოვაქციეთ კონკრეტული უძრავი ქონება. თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული წესიც სწორედ ამ არეალს ეხება, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ძალიან შორი ადგილებიდან მოდიან ოჯახები და კომპენსაციას ითხოვენ. კი, ბატონო, ჩვენ მათაც ვეხმარებით, მაგრამ თუ ისინი პირველ ან მეორე კატეგორიაში არ ირიცხებიან, კომპენსაციის განსაზღვრულ წესს ვერ დაექვემდებარებიან”, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები