პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ სამსახურებს, ანტალიის რეისის გადადების მიზეზის დადგენა დაავალა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ღამით სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ თურქეთის ქალაქ ანტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მგზავრებს შორის იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვები. მთავრობის მეთაურმა დაავალა სპეციალურ სამსახურებს, დაადგინონ, რა გახდა მომხდარის მიზეზი და მოახდინონ რეაგირება. დღესვე საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ“, – წერს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები