„რეზო ჭეიშვილმა თავისი შემოქმედებით მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულ მწერლობას“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც პრემიერის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რეზო ჭეიშვილმა თავისი შემოქმედებით მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულ მწერლობას.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო. რეზო ჭეიშვილმა თავისი შემოქმედებით მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულ მწერლობას. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაშიც. რეზო ჭეიშვილის სცენარით არაერთი ფილმია გადაღებული, რომლებიც ქართული კინოს საუკეთესო ნიმუშებად არის მიჩნეული. თანავუგრძნობ რეზო ჭეიშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები