ბაჩო ახალაიამ შიმშილობა შეწყვიტა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ბაჩო ახალაიამ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს. ყოფილი მინისტრის შიმშილობის დაწყების მიზეზი სასამართლო პროცესის გადადება გახდა.
„მსჯავრდებულმა ბ.ა – მ შიმშილობა შეწყვიტა. გუშინ, 10 სექტემბერს, 19 საათზე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ბ.ა.- მ შიმშილობა გამოაცხადა. ბ.ა – ს შიმშილობის დაწყების მიზეზი სასამართლო პროცესის გადადება გახდა“, – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.