დაპირისპირება პარლამენტში – „ნუ მაიძულებთ, მანდატურს ვთხოვო, გაგაბრძანონ აქედან“ (ვიდეო)
პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უმრავლესობისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კერძოდ, უმცირესობის წევრებმა კოლეგებს რთველთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა მოსთხოვეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, საბოლოოდ, გადაწყდა, რომ კახელ გლეხებს დეპუტატები დღის მეორე ნახევარში მოუსმენენ.