ლამბერტო ზანიერი გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
ლამბერტო ზანიერი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მასთან ერთად მთელ რიგ საკითხებს განიხილავს, მათ შორის საქართველოში ეუთოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნის შესაძლებლობას. ლამბერტო ზანიერი გიორგი კვირიკაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
„ეუთოს სამდივნო კმაყოფილებას გამოთქვამს მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თქვენს სამინისტროსთან არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო და მზადაა, გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან რეგიონში უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით“, – ნათქვამია მისალოც წერილში.