გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ელისო ბოლქვაძის კონცერტს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ბათუმში ელისო ბოლქვაძის კონცერტს დაესწრო, რომელიც ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ბათუმში იმართება.
ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა, რომელსაც დირიჟორობას სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ფრანგი დირიჟორი ლორან პეტიჟერარი უწევდა.
15 სექტემბერს ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება და იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტიდან შემოსული თანხა სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის UNESCO-ს ეგიდით შექმნილ დახმარების ფონდში გადაირიცხება.
ელისო ბოლქვაძის კონცერტს ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.