11 სექტემბერს 9/ 11 -ის ტერაქტიდან 14 წელი შესრულდება
9/ 11-ის ტერაქტიდან ხვალ 14 წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით, ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, ხვალ, ლიტერატურულ კაფეში „ნოველა“ გაიმართება 9/11-ისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოწვეული იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები.
როგორც “კვირას” ორგანიზაციიდან აცნობეს, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ 9/11-ის ამსახველი ფოტოები, აგრეთვე 2014-2015 წელს, მყინვარზე ლაშქრობის ამსახველი ფოტოები.
სტუმრებს საშუალება ექნებათ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დამზადებულ მეტალის კონსტრუქციაზე 9/11-ის სოლიდარობის ნიშნად სიმბოლურად შეაბან ამერიკის შეერთებული შტატების დროშისფერი ლენტები.
ღონისძიება თბილისის მერიის და ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.