ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია პეკინს ეწვია
ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია დღეს პეკინს ეწვია.
11 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.
მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის „აბრეშუმის გზის“ ფონდის წარმომადგენლებთან.
ხვალვე, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება კომპანია “CSR ZHUZHOU ELECTRIC LOCOMOTIVE CO>LTD”-ის ხელმძღვანელებს და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის წარმომადგენლებს.