გოგა ხაინდარავა: ამ დაწესებულების სახელწოდება არის ბორდელი, რომელიც კერძო ადამიანების ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება

რეჟისორი გოგა ხაინდარავა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს „info9“-სთან ინტერვიუში პასუხობს.

ხაინდრავას თქმით, ტელევიზიის ეთერში გაჟღერებული ყველა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ინგა გრიგოლიას გადაცემების დახურვასთან და არც ტელეკომპანია „იმედთან“ მას არავითარი შეხება არ აქვს.

-„რუსთავი 2“-ის ეთერში ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ „იმედზე“ მისი საავტორო გადაცემა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით დაიხურა. ასევე, ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადაცემა „რეაქცია“ სწორედ თქვენი და ბიძინა ივანიშვილის საერთო მოთხოვნით შეწყდა. რამდენად აქვს აღნიშნულ განცხადებებს რეალური საფუძველი?

– მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ დაწესებულების სახელწოდება არის ბორდელი. ეს არის ხალხი, დაწესებულება, რომელიც კერძო ადამიანების ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება გარკვეულ საფასურად. რაც ის არსებობს, მას მერე იქ სიმართლე არ თქმულა. ეს არის ცილისწამების, სიძულვილის, ბოროტების, ღვარძლის დაწესებულება. არანაირი საიმართლე ამაში არ არის. ეს არის სიცრუე პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე. თუ ინგა გრიგოლიამ მსგავსი რამ თქვა, იცრუა. ის მთელი ცხოვრება ცრუობს.

– გაქვთ თუ არა კავშირი იგივე ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვასთან, რაზეც იყო საუბარი გადაცემაში?

– არანაირი კავშირი გადაცემების დახურვასთან არ მაქვს. რასაც “რუსთავი 2″ლაპარაკობს, არანაირი საფუძველი არ აქვს. არანაირი კავშირი არ მაქვს “იმედთან“, მით უმეტეს, ინგა გრიგოლიასთან, რომელიც არც ვიცი საერთოდ და არც მახსოვს, თუ არსებობს ამ ქვეყანაზე. იმიტომ, რომ ისიც ამ ჭორის, სიბინძურის ნაწილი იყო ყოველთვის. და საერთოდ, ძალიან კარგად მოიყარა თავი ყველამ.

– რაც შეეხება გადაცემის დახურვასა და ივანიშვილთან ქობულეთის შეხვედრის…

– ქობულეთის შეხვედრა შარშან სექტემბერში იყო. ესენი იძახიან, რომ ეს არის კავშირში ინგა გრიგოლიას არხიდან… შარშან სექტემბერში მე და ბიძინა ივანიშვილი შევხვდით ქობულეთში ერთმანეთს რაღაც კონკრეტულ საკითხზე და აგერ ეს კონკრეტული საკითხი ახლა გაცხადდა. მათი აზრით, მაშინ დავგეგმეთ, გრიგოლია წელს, სექტემბერში ეთერიდან მოგვეხსნა. აი, ამ დონის ლოგიკასთან და ჟურნალისტიკასთან გვაქვს საქმე. სანამ ეს ასეა, ქვეყანა მძიმედ განვითარდება.

– ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „პირველი სტუდიის“ წამყვანმა ეკა მიშველაძემ მასსა და ალექსი პეტრიაშვილის მიმართ გარკვეული დროის განმავლობაში თვალთვალზეც ისაუბრა. უშვებთ თუ არა იმას, რომ შესაძლებელია მათ მიმართ თვალთვალს სპეციალური სამსახურები აწარმოებდნენ?

– თვალთვალი გააჩნია ვისგან. რატომ უნდა ყოფილიყო მათ მიმართ თვალთვალი? ვისი რა საქმეა ეკა მიშველაძე ვის ხვდება. თუ ვინმე უთვალთვალებდა, ძალიან მიუქარავს. შეიძლება უთვალთვალებდა, მაგრამ ეს მათ გარშემო იქნება, პირადულთან დაკავშირებული. კერძო დეტექტივები ხომ არსებობენ, რომლებიც იკვლევენ ხოლმე რაღაცებს. ისე, რომ სპეცსამსახურებს ეთვალთვალათ ეკა მიშველაძისთვის, არ ვიცი, კომენტარის გარეშე დავტოვებ ამას.

– „რუსთავი 2“ საუბრობს იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მათი ჟურნალისტების, ტექნიკური პერსონალის გადაბირება დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ეს ასე ხდებოდეს? და რამდენად სწორად მიგაჩნიათ?

– მე არ მაინტერესებს არც „რუსთავი 2“, არც მაგათი რომელიმე სამსახური. მე „რუსთავი 2“-ის არ მჯერა. ჩემთვის არ არსებობს ეგეთი დაწესებულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები