არჩილ გაჩეჩილაძე: მთელმა რეგიონმა განიცადა სავალუტო შოკი

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ექსპორტიდან და გზავნილებიდან დოლარის შემოდინებების შემცირება სრულად არის კომპენსირებული იმპორტის კლებით.
მისი თქმით, ვალუტის კურსის გაუფასურება არა მხოლოდ ლარს, არამედ რეგიონის სხვა ვალუტებსაც შეეხო, მათ შორის, ევროსაც.
„დოლარის შემოდინებების შემცირება, რაც ექსპორტიდან და გზავნილებიდან იყო, სრულად არის კომპენსირებული იმ კლებით, რაც იმპორტშია. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელმა რეგიონმა განიცადა სავალუტო შოკი, ანუ გაუფასურდა არა მხოლოდ ლარი, არამედ მთელი ვალუტები ჩვენს გარშემო, რაც კი არის, ევროს ჩათვლით. დღესდღეისობით, როცა ცვლილების მოლოდინია, ხალხი ერიდება რისკს, ცდილობს, პოზიციები არ გახსნას და, აქედან გამომდინარე, ცდილობენ, რომ უფრო დიდი სხვაობები იყოს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები