ბათუმის პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებმა ფერიის მთა დაათვალიერეს

ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამსახურის მხარდაჭერით, ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფერიის მთა მოინახულეს.
ბათუმის რაიონული პროკურატურის  პროკურორებმა და მე-7-8 კლასის მოსწავლეებმა  საბაგიროთი გაისეირნეს და ფერიის მთიდან ბათუმის ხედი დაათვალიერეს.
პროკურორებმა მოზარდებთან პროკურორის პროფესიაზე და  მისი  მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ,  დაესვათ კითხვები და  უფრო დეტალურად გაერკვიათ მათთვის საინტერესო საკითხები. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და  მოზარდების  სამართლებრივი ცოდნის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები